იოსებ ოცხელის ბიოგრაფია


 ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორი, იოსებ ივანეს ძე ოცხელი დაიბადა ქ. ქუთაისში 1865 წლის 29 სექტემბერს. მან დაწყებითი განათლება კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო საფეხური ვაჟთა გინმაზიაში გაიარა. 1885 წელს ოდესის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე  სწავლის გაგრძელების შემდეგ, მშობლიურ ქუთაისში პირველი ხარისხის დიპლომით დაბრუნდა.
იოსებ ოცხელი ქართულ გინმაზიის დირექტორად დანიშვნამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: ქუთაისის გუბერნიის კანცლერის მმართველად, თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად, თუმცა კერძო სასწავლებლის დაარსების იდეის განხორციელების სურვილით, მან 1892 წელს ქუთაისში პირველი ქართული საჩვენებელი ბაღი დააფუძნა. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ პირველ საბავშვი ბაღს იოსებ ოცხელი ქართული გინმაზიის დირექტორად დანიშვნამდე ხელძღვანელობდა.
ი.ოცხელი თავიდანვე შეუდგა სკოლის ძირფესვიან გარდაქმნას. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მან შეძლო ქუთაისის ქართულ სკოლას გინმაზიის სტატუსი მინიჭებოდა.
იოსებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა ისეთი ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ფილოლოგი სილოვან ხუნდაძე, სენაკის ქართული სკოლის პირველი ხელმღვანელი სამსონ ყიფიანი, პოეტი დომენტი ოყრეშიძე,  პედაგოგი გერასიმე ცაგარეიშვილი, მათემატიკოსი სიმონ ოცხელი და სხვა.
ოცხელის ხელმძღვანელბით გინმაზიაში შეიქმნა მასწავლებელთა ჯგუფი, რომელმაც ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. გიმნაზიის ერთ-ერთ მნიშველოვან საქმიანობას წარმოადგენდა სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა, რომელთა დიდი ნაწილის ავტორი თავად იყო.
იოსებ ოცხელი განსაკუთრებულ მნიშვნელოას ანიჭებდა თაობების მეცნიერულ აღზრდას. საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილით გულანთებული, იგი ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას საზოგადოების განათლებაში ხედავდა.
„ადამიანის ტვინი და ხელები ერთად უნდა მუშაობდნენ. ის, რაც თეორიულად გადაეცემა მოწაფეს, მისი პრაქტიკული გამოყენებაც უნდა იცოდეს და შეძლოს  - წინააღმდეგ შემთხვევაში სქოლასტიკა და მოსაბეზრებელი ტვინის დამბლა გამოგვივა“ - წერდა იოსებ ოცხელი „გუთნის“ წინასიტყვაობაში.
იოსებ ოცხელი სკოლის უპირველეს მიზნად ახალი თაობის მოქალაქეობრივ განვითარებას მიიჩნევდა. მას, როგორც პროფესიონალ პედაგოგს, ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი მშობლების აღმზრდელობითი როლი სწავლის უმთავრესი მიზნის მიღწევის საქმეში.
სასკოლო საქმიანობის მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, იოსებ ოცხელი აწყობდა მოსწავლეთა შეხვედრებს ცნობილ მწერლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან. ქართულ გინმაზიას ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.
იოსებ ოცხელი ინტერესდებოდა მოსწავლის პირადი ცხოვრებითაც. იგი იცნობდა თითქმის ყველა მოსწავლეს, იცოდა თითოეულის წარსული, ოჯახური პირობები, ზნეორივი თვისებები და გონებრივი შესაძლებლობები.
იოსებ ოცხელი აქტიურ მონაწილოებას იღებდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. იგი მფარველობდა და ეხმრებოდა რევოლუციურად განწყობილ პედაგოგებს და მოსწავლეებს. ოცხელი აღტაცებით შეხვდა მეფის მთავრობის დამხობას და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა რევოლუციის გამარჯვებას.
იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში, ტიფით, 1919 წლის 27 თებერვალს.