გახანგრძლივებული სწავლება

სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის (I-IV კლ.) ხორციელდება დღის გახანგრძლივებული ფასიანი სწავლება. სწავლება მოიცავს: მომდევნო დღის გაკვეთილების მომზადებას ძირითად საგნებში, დამატებით მეცადინეობებს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკის ისტორიაში, სპორტსა და კითხვაში.