საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriED) 2011 წლიდან დაინერგა ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. იგი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში დაწყებითი განათლების სისტემის გაუმჯობესებას. პროექტი ხელს უწყობს I-VI კლასების მოსწავლეთა საბაზისო და გამჭოლი უნარ-ჩვევების განვითარებას კითხვასა და მათემატიკაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინოვაციური მიდგომებისა და რესურსების პილოტირება დაწყებითი განათლების საფეხურზე საქართველოს 122 საჯარო სკოლაში. წელს კი, პროექტმა მოიცვა დაახლოებით 500-მდე სკოლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტი საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დაეუფლონ სწავლების ეფექტურ და ინოვაციურ სტრატეგიებს, რისთვისაც დაგეგმილია ორი შვიდმეტი სესიისაგან შემდგარი ელექტრონული ტრენინგ-პროგრამა I-IV და V-VI კლასების მასწავლებლებისათვის.
G-PriED-ის მხრიდან უწყვეტი დახმარება საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დანერგონ ახალი სასწავლო მიდგომები და რესურსები სასწავლო პროცესში. პროექტი ეხმარება მასწავლებლებს საკლასო-დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების ეფექტურად გამოყენებასა და მოსწავლეთა მიღწევების რეგულარულ მონიტორინგში.