ფრანგული ენის განვითარების ხელშემწყობი ფონდი

საქართველოს საჯარო სკოლებში ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების პროგრამის დანერგვის მიზნით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით დაფუძნდა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტია ფრანგი ბიზნესმენი, ბატონი ჟაკ ფლორი. ფრანგული ენის ფონდის მიზანია ფრანგული ენის სწავლების აღდგენა საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში და ფრანგული ენის შემსწავლელ მოსწავლეთა ახალი თაობების აღზრდის ხელშეწყობა.

2014 წლის სექტემბრიდან სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში დაინერგა ფრანგული ენის სწავლების განვითარების პროგრამა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება მესამე და მეოთხე კლასებში.


ფრანგულ ენას ასწავლიან პედაგოგები ელისო ბაღდავაძე (III კლასი) და ეკატერინე ჯუღელი (IV კლასი).