საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს მეფეები“


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე ხორციელდება საგანამანთლებლო პროექტი "საქართველოს მეფეები". პროექტის მიზანია მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის და ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა-შესწავლა, აკადემიური წერის და მეტყველების, დამოუკიდებელად ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ისტორიის პედაგოგი ბელა ხეცურიანი. პროექტში მონაწილეობას იღებენ IX კლასის მოსწავლეები. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე (ნოემბერი - მაისი, 2015 წელი).

პროექტის ფარგლებში იგეგმება ქართველი მეფეების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოსწავლეების მიერ ხელნაწერი წიგნების შექმნა და მათი გაგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის.
პროექტის განხორციელების განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან აკადემიური წერის ბაზისურ უნარ-ჩვევებს, ეწვევან ქუთაისის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მოისმენენ ლექციებს ქართველი მეფეების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში და აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში. პროექტში ჩართული იქნებიან ქართული ენის და ლიტერატურის კათედრის პედაგოგები.

პროექტის დასასრულს მოეწყობა პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, პროექტის განხორციელებაში ჩართული კონსულტანტები და მოწვეული სტუმრები.