კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იოსებ ოცხელის გიმნაზიაში


ვასილ ყიფიანი
იოსებ ოცხელი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა მოსწავლეების კულტურულ-საგანამანთლებლო ღონისძიებებში ჩართვას. ხშირად აწყობდა ექსკურსიებს, ხელს უწყობდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის შემოქმედებითი ნიჭის წახალისებას. ხშირად გიმნაზიის ეგიდით ფასიანი კონცერტებიც იმართებოდა, რომელიც სასწავლებლის ფინანსურ გაძლიერებას ემსახურებოდა.
გინაზიაში ჩამოყალიბებული იყო თეატრალური დასი, სასულე და სიმფონიური ჯგუფები. ისინი დიდი მოწონებით სარგებლობდა მსმენელთა შორის. 1884 წელს აკაკი წერეთლის თაოსნობით დაფუძნდა მუდმივი ქართული თეატრი, სადაც მიიწვია გიმნაზიის ნიჭიერი მოსწავლეები და პედაგოგები.
1885 წელს, გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა კოტე მესხმა ქუთაისში შეიქმნა დასი, სადაც მიიწვია გიმნაზიის პედაგოგი სიმონ ყიფიანი.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგმა, ვასილ ყიფიანმა შექმნა რამდენიმე დრამატული ნაწარმოები. ვ. ყიფიანის პიესა „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ 1926 წელს მოსკოვში დაიდგა ცნობილი რეჟისორის გრ. ყიფშიძის მიერ.  ლევან ყიფიანი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანაობასაც.
იოსებ ოცხელის დირექტორობის პერიოდში გიმნაზიის მოსწავლეები სპექტალებზე სპეციალური ნებართვით მიდიოდნენ, რაც ერთგვარ წამახალისებებელ ღონისიებას წარმოადგენდა.
გინმაზიის მუსიკა-გალ
კონსტანტინე ფოცხვერაშვილი
ობის პედაგოგები ა. მრევლიშვილი და რ. ძამსაშვილი ასრულებდნენ არაერთ ქართულ სიმღერას, ასევე ქმნიდნენ მათ ნოტებს.
1912 წელს გიმნაზიის ბაზაზე, კოტე ფოცხვერაშილმა ჩამოაყალიბა გუნდი 60 წევრის შემადგენლობით. მან რამდენიმე ფასიანი კონცერტი გამართა, ხოლო შემოსული თანხით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა ოჯახები სწავლის ქირისგან გაათავისუფლეს.
ილია ჭავჭავაძის ვერაგულ მკვლელობას მწუხარებით სავსე მუსიკალური ნაწარმოები მიუძღვნა გინმაზიის ორკესტრის პედაგოგმა, არტემ კვაჭანტირაძემ. ნაწარმოები სახელწოდებით „დარდი საქართველოზე“ ილიას სიკვდილის წლისთავზე შეასრულა ქართული გიმნაზიის ორკესტრმა ავტორის დირჟორობით.
ალექსანდრე გარსევანიშვილი
იოსებ ოცხელმა შეგროვილი ფულით, მოსკოვში, გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში დააბეჭდინა კვაჭანტირაძის ვალსი  - „დარდი საქართველოზე“, რომელსაც სისტემატურად ასრულებდა გიმნაზიის ორკესტრი სხვადასხვა ღონისძიებებზე.
ქართული დრამატული თეატრში მსახიობად მუშაობდა გიმნაზიის პედაგოგი ალექსანდრე გარსევანიშვილი.
1920 წელს საგანმანათლებლო „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა, კერძოდ სილოვან თომას ძე ხუნდაძის თაოსნობით, გიმნაზიაში შეიქმნა წიგნადი ფონდი, რომლითაც სარგებლობდა ქალაქის ინტელიგენციაც.