საშუალო საფეხური

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს "ეროვნული სასწავლო გეგმის" თანახმად, საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:


ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

სკოლის ბაზაში საშუალო საფეხურზე სულ 281 მოსწავლე ირიცხება.