საგნობრივი კათედრა წარმოადგენს საგნის მასწავლებელთა ერთობლიობას, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ სწავლებას, ასევე კლასგარეშე და სკოლისგარეშე საქმიანობას.
საგნობრივი კათედრის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლაში სწავლის/სწავლების ხარისხის ამაღლებას და ღმზრდელობითი საქმიანობის განხორციელებას.
კათედრის მუშაობას ხელმძღვანელობს კათედრის გამგე. მისი ძირითადი მოვალეობაა, დირექტორთან შეთანხმებით მართოს და ორგანიზება გაუწიოს კათედრის საქმიანობას, ითანამშრომლოს სხვა საგნის კათედრებთან, დაგეგმოს სხდომები, მოამაზადოს წლიური ანგარიშები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს და პედაგოგიურ საბჭოს.
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში 7 საგნობრივი კათედრა ფუქციონრებს. ესენია:
ქართული ენა და ლიტერატურამათემატიკა
უცხო ენები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები
ფიზიკური შრომა და ესთეტიკა
დაწყებითი განათლება