„პატარა კალამი სამშობლოს სიყვარულში“
საგანმანათლებლო პროექტია, რომლის განხორციელება იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის
№2 საჯარო სკოლაში 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და სასწავლო
წლის ბოლომდე გასტანს.
პროექტის
მიზანია ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლება, კერძოდ ქართველი მწერლების ბიოგრაფიების
და მათი ნაწარმოებების გაცნობა-შესწავლა, წაკითხული მასალის გადმოცემა სხვადასხვა აქტივობებისა
და მეთოდების გამოყენების საშუალებით.
მწერლების
შემოქმედების შესახებ საჩვენებელი დიდი ზომის ფორმატების მომზადებაში პატარებს უფროსი
კლასის მოსწავლეები და სტუდენტები დაეხმარებიან.
პროექტის
სრულყოფილი განხოციელების მიზნით, შემუშავდა და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,
რომელშიც ჩართულია №9 და №41 საჯარო სკოლები,
ასევე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება მესამე
კლასის მოსწავლეებისათვის.
პროექტი
ხორციელდება დაწყებითი სწავლების საფეხურის კათედრაზე პედაგოგის ეკატერინე ძიგრაშვილის ხელმძღვანელობით.