ბიბლიოთეკა


სილოვან ხუნდაძე
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარია სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. მისი დაარსება უკავშირდება  ცნობილი ქართველი პედაგოგის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - სილოვან თომას ძე ხუნდაძის სახელს.



1920 წელს „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრთა, კერძოდ სილოვან თომას ძე ხუნდაძის თაოსნობით, გინმაზიაში შეიქმნა წიგნადი ფონდი, რომლითაც სარგებლობდნენ როგორც გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე ქალაქის ინტელიგენციაც.
იმ დროისათვის გიმნაზიაში არსებობდა 2 ბიბლიოთეკა - ერთი პედაგებისთვის, მეორე - მოსწავლეებისთვის.

1912-1913 წლებში სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელთა საკითხავ ნაწილში ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე გამოცემული 3044 წიგნი აღირიცხა, ხოლო მოსწავლეთა ნაწილში 3743. ბილიოთეკას შემოწირულობის სახით ყოველწლიურად ემატებოდა ახალი წიგნი, რომელსაც ხელს უწყობდა „წიგნების გამოცემელი ქუთაისის საზოგადოება“ და „საყმაწვილო წიგნების გამომცემლობა“.
წიგნების გამოცემა-გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე იოსებ ოცხელს, კ. ლორთქიფანიძეს და თ. მთავრიშვილს. გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ეწყობოდა ლიტერატურული დილა-საღამოები და დისკუსიები. გიმნაზიაში შექმილი იყო ახალგაზრდა გამომცემელთა სექცია, სადაც აღსაზრდელების მიერ გამოიცემოდა პატარა ბორშურები.
 

დღესაც აქტუალურია ჩვენი ბიბლიოთეკა და იგი მნიშვნელოვანია არა  მარტო სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ფასდაუდებელ ეროვნულ საუნჯეს.

დღეისათვის, სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 21 489-ზე წიგნია. მათ შორის რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ლათინურ ენებზე.

სკოლის ბიბლიოთეკის მდიდარი ტრადიცია დღესაც გრძელდება. იგი მოსწავლეების საყვარელი ადგილია.