ადამიანი და ბუნება


V-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხაჭაპურიძე) ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილის: "ადამიანი და ბუნება" თანახმად, 1 აპრილს ბუნების გაკვეთილზე (მასწავლებელი: ეთერი სიხარულიძე), სკოლის ეზოში დარგეს ხეხილის ხეები: ქლიავი, ალუბალი, თხილი, მუშმალა და სხვა, რაშიც უფროსკლასელებმაც
დიდი სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა.
პატარებზე ამ ხალისიანმა სამუშაომ დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა.

ძალადობა და მათი სახეები

მიმდინარე წლის 30 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის 2 საჯარო სკოლის IX-3 კლასში (დამრიგებელი: ბელა ხეცურიანი) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: ძალადობა და მათი სახეები (საგანი: სამოქალაქო განათლება; პედაგოგი: ეთერ სიხარულიძე). გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ძალადობის სახეები და მისი მართვის მეთოდები. სპეციალურად ამ დღისთვის  მომზადებული როლური თამაშებით, აღსაზრდელებმა წარმოა-დგინეს ძალადობის სცენები, რომლებიც განიხილეს გაკვეთილის განმავლობაში. მთ გაამახვილეს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა სკოლაში, ოჯახში და თემში. 
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენებს თვალსაჩინოებები: ნახატები, სურათები, პლაკატები (წარწერებით: არა ძალადობას! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!), ასევე საერთაშორისო კონვენციები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.  ვიდეო მასალის ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები.

საინტერესო გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში

მიმდინარე წლის 31 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის V-1 კლასში (დამრიგებელი: მაია ფანცხავა) ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ხელოვნების ისტორიაში (პედაგოგი: ნათელა ხარაბაძე).
მოსწავლეებმა ჯგუფებში თვალსაჩი-ნოებების საშუალებით საინტერესოდ წარმოადგინეს თემები: ეროვნული საგანძური (ისტორიული ცნობები ბედიის მონასტრის, ნიკორწინდის, ხახულის, ბოლნისის სიონის და არმაზის ხევის რელიგიური ძეგლების შესახებ), ხელოვნება და ისტორია (დავით გუდიაშვილის შემოქმედების, კრწანისის ბრძოლის, ვახტანგ გორგასლის და ქართლის დედის ძეგლების და მათი მნიშვნელობის შესახებ).
I ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ მანაგაძე, საბა მანაგაძე, დურიკო ჭეიშვილი, ქეთი ლომიძე, დათა ღვინიანიძე და ხვიჩა ბაინდური. II ჯგუფის თემაზე მუშაობდნენ: მარიამ გურული, ანა ჭურაძე, ემილი გოლეთიანი, ლიკა მაღლაკელიძე და თამარ მარგველაშვილი.

პატარების მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის I-5 კლასში (დამრიგებელი: ნანა გვალია) დღეს გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით: "მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში", რომელშიც მონაწილეოება მიიღეს მოსწავლეებმა. ვიქტორინას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მშობლები და პედაგოგები.

ვიქტორინის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური დიპლომები.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნანას და მის პატარა აღსაზრდელებს!

ფრანკოფონის დღებში ჩვენი სკოლაც ჩაერთო

2016 წლის 9 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოში ოფიციალურად აღინიშნა ფრანკოფონიის თვე. დაგეგმილ ღონისძიებებში და კონკურსებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლაც, კერძოდ IV-V-X-XI კლასის მოსწავლეები.
14 მარტს X-XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ფრანგულენოვან კონკურსში ,,J’aime le francais’’, 25 მარტს  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში IV-V კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ფრანგული ანიმაციური ფილმის ,,მონსტრი პარიზში’’ ჩვენებას.
26 მარტს  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფრანკოფონიის დღეების საზეიმო დახურვა და კონკურსანტების დაჯილდოება. საზეიმო დახურვას ესწრებოდნენ: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი - ჟან ივ ლავუარი და  საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობის და განვითარების ფონდის კოორდინატორი ქალბატონი - ქეთევან ქურციკიძე.  გამოცხადდა გამარჯვებულებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში ,,J’aime le francais’’.