2008 წელი. ახალი წლის ზეიმი

ი. ოცხელის სახელობის ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბის წევრებმა 2008 წლის ახალი წლის ზეიმი აღნიშნეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრასთან არსებულ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბის სტუდენტებთან ერთად.
ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა – თ. ხურციძემ და მოსწავლეებმა თ. თვალაძემ, მ. ნემსიწვერიძემ, დ. ახვლედიანმა, გ. აბუთიძემ, გ. ღვინჯილიამ, ა. კუპრეიშვილმა არაჩვეულებრივი მონდომებითა და არტისტიზმით წარადგინეს შექსპირის ცნობილი სონეტები და ნაწყვეტები პიესებიდან: "მეფე ლირი", "რომეო და ჯულიეტა", "ჰამლეტი". ინგლისური ენის კათედრის დეკანმა ე. თოფურიამ, ლექტორებმა: რ. გვილავამ, ლ. კობეშავიძემ, ნ. ნებიერიძემ მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა გამოსვლას.