28 ოქტომბერი, 2009 წ.


ი. ოცხელის საზოგადოებისა და სკოლის ლიტერატურული შეხვედრების კლუბის - ”ენგადის” თაოსნობით 28 ოქტომბერს ტრადიციულად აღინიშნა დიდი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის საიუბილეო დღე. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები საჯარო სკოლებიდან. გამომსვლელებმა გაიხსენეს ეპიზოდები მწერლის ბიოგრაფიიდან, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე. გრ. რობაქიძისა და ”ცისფერყანწელთა” ურთიერთობის შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნო საზოგადოებას ბ-ნმა ვ. ყავლაშვილმა.
ამ დღეს ოცხელელებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დიდი მწერლის ნათელ ხსოვნასა და ანდერძს: ყოველ წელს, მწიფობის თვეში, მიდიოდეს ვინმე ქართველი ქალი სვეტიცხოვლის პაწია სალოცავში და სანთელს ანთებდეს მისთვის. ”მეტს არა ვთხოვ საქართველოს!”