ქ. ქუთაისის ი. ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა.
2009-2010 სასწავლო წელი
საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" განმარტავს, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა არის სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგსანმანათლებლო დაწესებულებისთვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ დატვირთვას აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის ფარგლებში; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და გააუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო საამღზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს; გავითვალისწინეთ რა ზემოთ ჩამოყალიბებული დებულებები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები შევიმუშაოთ საკუთარი, სასკოლო სასწავლო გეგმა.
სკოლის სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა პედ. საბჭოს წევრები, დირექცია, გავითვალისწინეთ აგრეთვე მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილები და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებული პიროვნებების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებები, სასკოლო სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით.
სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტი განხილული იქნა საგნობრივ კათედრებზე, შეთანხმდა სამეურვეო საბჭოსთან და დაამტკიცა პედაგოგიურმა საბჭომ. აღვნიშნავ, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა ექვემდებარება ყოველწლიურად შეცვლას და საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მოხდეს გარკვეული ცვლილებები ერთი სასწავლო წლის განმავლობაშიც.
ამგვარად წარმოგიდგენთ ქ. ქუთაისის ი. ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის სასწავლო გეგმას რომლის სტრუქტურული ნაწილებია:
- სასკოლო საათობრივი ბადე
- ეროვნული სასსწავლო გეგმის გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზდელო მომსახურება
- სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
- ინკლუზიური განათლება
- შეფასების პრინციპები (საგნების და კლასების მიხედვით შეფასების კომპონენტები, აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს კლასიდან კლასში გადასაყვანად, შიდა სასკოლო ტესტირება და ა. შ.)
- სადამრიგებლო პროგრამები
- კალენდარი