2011 წელი, 24 იანვარი

საერთაშორისო კონკურსი - ,,საერთაშორისო კვლევის პროექტი”

სტამბოლის ბეშიქთაშის კერძო MEF სკოლების გენერალური დირექტორატი, ლიცეუმისა და მისი ექვივალენტური სასწავლებლების მოსწავლეების მონაწილეობით 2011 წლის 9-13 მაისს აწყობს საერთაშორისო კონკურსს ,,საერთაშორისო კვლევის პროექტი”.

აღნიშნულ კონკურსში საქართველოდან მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილეებს უმასპინძლებენ თურქეთში და პროექტები კონკურსზე გავა, როგორც ქვეყნის შიდა პროექტი.

სტუმარი მოსწავლეების კვებისა და ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება კერძო MEF სასწავლო ორგანიზაციების მიერ.

მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა საჭიროა 2011 წლის 25 თებერვლამდე პროექტები გააგზავნონ შემდეგ მისამართზე ,, კერძო MEF სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსის გენერალური საკოორდინატორო, ულუს მაჰალესი ერებოიუ ჯადდესი, MEF კომპლექსი, 34340 ორთაქოი-სტამბოლი (ტელ: (0212) 287 69 00)



დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ: ტელ: (0212) 287 69 00
ვებ-გვერდი: www.mef.k12.tr