ფოტო-კონკურსი - ”ჩემი სკოლის ლოგო”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებისთვის აცხადებს ახალ ფოტო კონკურსს, ”ჩემი სკოლის ლოგო” სამინისტროს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე-www.facebook.com/mes.gov.ge
შექმენით თქვენი სკოლის თემატური ლოგო და გამოაგზავნეთ ფოტო საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ოფიციალურ მეილზე educationgovge@gmail.com მიუთითეთ ფოტო კონკურსის სახელწოდება და სკოლის სახელწოდება.
ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2012 წლის 15 მარტამდე;
კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილი ფოტო მასალა ადმინისტრატორის მიერ გადატანილ იქნება ფოტო ალბომში ”ჩემი სკოლის ლოგო”
გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება Like-ების რაოდენობის მიხედვით და შეფასდება facebook-ის მომხმარებლის მიერ;
გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება პლაგიატს, სკოლა და ფოტო ავტომატურად ამოვარდება კონკურსიდან;
თითო სკოლას შეუძლია წარმოადგინოს თითო საკონკურსო ფოტო;
ლოგოს შექმნაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, აგრეთვე მათ მშობლებსაც.
ფოტო, რომელსაც გამოაგზავნით უნდა იყოს JPEG, JPG, PNG ან BMP ფორმატში.
ფოტო აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს სკოლის ადმინსიტრაციის თანამშრომელმა ან დირექტორმა და მიუთითოს თავისი სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებული გამოვლინდება 2012 წლის 15 მარტს, 18:00 საათზე;
გამარჯვებულ სკოლას სამინისტრო უსასყიდლოდ მოუწყობს ”მომავლის კლასს”, გისურვებთ წარმატებებს!