5 აპრილი 2014 წელი

ჩვენი სკოლის ერთი ლამაზი ფურცელია ვიტალი უგრეხელიძის ბიოგრაფია. იგი საქართველოს თავისუფლების იდეით შეპყრობილი, იუნკერი საქართველოში ბნელი ძალების შემოჭრის დროს თავგამოდებით იბრძოდა; უფლის ნებით ცოცხალი გადარჩა. შემდეგ... შემდეგ ბედისწერამ პოლონეთში ებრძოდა ფაშიზმის „შემობრძანებას“.
იქაც ქართულ ჯიშსა და გენს წარმოადგენდა, მის „ დაბრუნებას“ (ნეშტის გადმოსვენებას) ჩვენც ოცხელის სკოლის ახალგაზრდები ვესწრებოდით დიდუბის პანთეონში. ეს დღე ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ჩვენი ღონისძიების სულის ჩამდგმელმა ბატონმა შალვა კამლაძემ დილიდანვე მთაწმინდაზე აგვიყვანა და ... ერეკლე საღვლიანის ლექციის მოსმენის ღირსი გაგვხადა; ალბათ სიმბოლური იყო „მთის შვილი“ სწორედ „მთის შვილი“ რომ იყო „ხიბლში“ ჩვენც ვაჟას სიყვარულით – ლექტორითაც მოხიბლულნი – დიდების პანთეონში , სადაც ჩვენი ღირსეული მამულიშვილის ვიტალი უგრეხელიძის „დაბრუნების“ თანამონაწილენი უნდა ვყოფილიყავით; ყველაფერი იყო მომხიბვლელი და საინტერესო. ვეცადეთ ჩვენი ყოველი ნაბიჯი ღირსეული ყოფილიყო და გვესახელებინა ჩვენი ქალაქი და ჩვენი სკოლა.