"ვეფხისტყაოსანის" გადაწერას ჩვენი პედაგოგი მალე დაასრულებს

ნ. თურქიას ხელნაწერი
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო თურქია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს" გადაწერს.
პოემის გადაწერის იდეა მრავალი წლის წინ გაჩნდა. პედაგოგს მოსწავლეობის პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა აკადემიკოს აკაკი შანიძესთან. სწორედ მან ურჩია დიდტანიანი ნაწარმოების გადაწერა, რადგან ქალბატონი ნინო ბავშვობიდან გამორჩეოდა ასომთავრულ ანბანზე განსაკუთრებული სიფაქიზით და სილამაზით წერის უნარით.
"ვეფხისტყაოსნის" გადაწერა მან 2014 წელს დიდი ფიქრისა და ემოციური მომზადების შემდეგ დაიწყო. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ტექნიკურ საკითხებზე ზრუნვას - კალმის ფერი, ქაღალდის ხარისხი და სისქე.
მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პედაგოგმა გადაწერისათვის საზაფხულო არდადეგების პერიოდი შეარჩია, რადგან სურდა მეტი დრო დაეთმო, ვიდრე ამას სასწავლო წლის მანქალბატონი ნინო ახლა ხუმრობით აღნიშნავს, რომ "ვეფხისტყაოსნის" გადაწერის პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდა. იგი სიფაქიზით ეკიდება თითოეული ასოს დაწერას და ამბობს, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.ძილზე პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული მოახერხებდა.
რუსთაველის პოემის გადაწერას ქალბატონი ნინო თურქია მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულებს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი სიამაყით ელოდება პედაგოგის ხელნაწერის გამომზეურებას. ქალბატონი ნინო კი კვლვაც გეგმავს სხვა ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლის გაცოცხლებას.