ტერორიზმი მსოფლიოს გლობალური პრობლემაა


2015 წლის 26 ნოემბერს იოსებ ოცხელის სახელობის 2 საჯარო სკოლაში XI/1 კლასში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ტერორიზმი მსოფლიოს გლობალური პრობლემაა“. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ტერორიზმის ტერმინოლოგიური განმარტება, ტერორიზმის სახეები, საშუალებები და ზემოქმედების ხერხები. მათ გაიხსენეს ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბესლანის ტერორისტულ აქტები და მათი შედეგები.
კონფერენციამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ემოციურად ჩაიარა. მოსწავლეებმა  ვიდეო და აუდიო მასალების თანხლებით ისაუბრეს ტერორისტული ორგანიზაციების და ტორორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის გამოირჩეოდა ნორვეგიის ტერაქტის ერთ-ერთი ქართველი მონაწილე და თვითმხილველი, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ნათია ჩხეტიანი. მან გაიხსენენა ის ავბედითი დღე, რომელმაც ათობით ადამიანის, მათ შორის თამთა ლიპატელიანის სიცოცხლე შეიწირა.
კონფერენციამდე რამდენიმე დღით  ადრე, მოსწავლეები პედაგოგთან და აღნიშნული კონფერენციის ხელმძღვანელთან, ქალბატონ  ეთერ სიხარულიძესთან ერთად თამთას საფლავზე იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგონას ხსოვნას.

კონფერენციის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა შეაფასეს აღსაზრდელები შრომა და მათ უსურვეს მშვიდობიანი ცხოვრება.