მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის 2 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრთა მორიგი სხდომა ჩატარდა.
დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელმა, ნათია ბრეგაძემ
დირექტორს წარუდგინა სამუშაო ანგარიში,
რომელიც საიტერესოდ და დეტალურად ასახავდა დაწყებით კლასებში განხორციელებულ აქტივობებს და მათ შედეგებს. კერძოდ, მან ისაუბრა პედაგოგების - დალი გვეტაძის, რუსუდან ცაგარეიშვილის, ქეთევან არჩვაძის, ნანა ლომსაძის, ეკა სირაძის,
ნანა სიხარულიძის და ეკატერინე ძიგრაშვილის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ საგანმანთლებლო
ხასიათის გაკვეთილებისა და ღონისძიებების შესახებ.
კათედრის სხდომაზე პედაგოგებმა გამოთქვეს მოსაზრებები
დაწყებითი განათლების პროგრამის შესახებ, ასევე, საგაკვეთილო პროცესის სრულყოფილად ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ დაწყებითი
საფეხურის კათედრის ყველა წევრის მუშაობით კმაყოფილია და წარმატებები უსურვა მათ.