დაბადების დღეს გილოცავთ
„იოსებ ოცხელის საზოგადოება“, ქ-ნო ციალა, (მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ეს წელი თვენი წელია!)
“შემოქმედებითი საღამოც“ დაგვიანებით ჩატარდა. მართლაც ღირსეული ქ-ნი ბრძანდებით და
ალალი და უშურველი იყოს თქვენდამი მომართული ყოველი საქებარი სიტყვა; აკი საზოგადოების
დიდი ნაწილიც ბავშვის შემოყვანის დროს იმას ნატრობდა – „ნაღდი, ნატურალური მასწავლებელი
ციალა ჯაფარიძე მინდა ასწავლიდეს ჩემს შვილს და არა სქემებში ჩაძირული აქტივისტი.“
მათაც გაუმართლდათ, მოგანდგნენ კიდეც... თქვენი იუბილეს ჩატარებას უფრო დიდი დატვირთვა
ჰქონდა, თქვენ ყოფილიყავით „კრებსითი სახე“ იმ დიდებული ადამიანებისა, რომლებიც ამშვენებდნენ
და ალამაზებდნენ
ქართულ საგანმანათლებლო კერას ოცხელის გიმნაზიიდან მოყოლებული.
მაგონდება მერაბ
კოსტავას რჩევა ახალგაზრდებისადმი, რომ „გიყვარდეთ სამშობლო შენში და არა შენი თავი
სამშოლოში“– აქაც ზოგიერთებს თვითონ სჭირდებოდათ საკუთარი თავის წარმოჩინება ამ დიდებულ
საღამოს. აბა რა დააკლდებოდა თქვენს დიდებულ ბიოგრაფიას, თუკი ერთი აბზაცსაც ჩაამატებდნენ
იმ კაშკაშა სახელებისა, რომლებიც წავიდნენ ზოგი ამ სკოლიდან, ზოგი ამ „სოფლიდან“. ამჯერად ნიჭიერ სცენარისტებზე ზეგავლენა
მოახდინა არაფორმალურმა მმართველმა“, თორემ სცენარის იდეურ ხელმძღვანელს სკოლის წარსული
და მისი მოამაგენიც ჰყავდა ჩაფიქრებული; ძვირფასო ციალა, ამ საკითხზე არცრას ვიტყოდი
„მტრები“ რომ არ მოგმატებოდა. (არადა თქვენგან დამოუკიდებლად, თქვენი სურვილის გარეშე);
უსამშობლო ხალხის მიერ აყვავებული ქვეყანა არავის უნახავს, ყოველი მათგანი თავისი არშინით
ზომავს. „აბორიგენი კოლეგის აზრის გათვალისწინება სასურველი იქნებოდა, ერთი მაინც რომ
ჩაერთოთ ამ სკოლის აღზრდილი. (მხედველობაში არ მყავს „მე“), უსათუოდ გაიხსენებდა რამდენიმე
რამდენიმე წასულ ან გასულ მასწავლებელს ან დირექტორს და თქვენც ის „ცოდვა“ აგცდებოდათ,
რომელიც უნებლიეთ „აგკიდეს“. „ვარსკვლავიც გაგიხსენით(!?); ვარსკვლავი თქვენ დიდი ხანია
გაქვთ გახსნილი, ისინი არა მარტო ჩვენს სამშობლოში,
არამედ უცხოეთშიც კაშკაშებენ და ახსოვთ ვისი აღზრდილნიც არიან, ხშირად იხსენიებენთ
თვენს ღვაწლს; აქ კი ორჯერ „გაგიხსნა“ ვარსკვლავი ცეტმა ორგანიზატორმა; მთავარი ამ
„სიცელქეში“ სარეკლამო განცხადებაა, რომ ვარსკვლავი გაიხსნება „ვირტუალური მუზეუმის
„წინო“, ორი წელია შიგადაშიგ“ იხსნება მუზეუმი“, მაგრამ... კონსტანტინე გამსახურდიას
და მისი თანაკლასელების მიერ გახსნილი მუზეუმი ებევრა „მავანს“ და ...
ამას არ შეგახსენებდით,
თვითონ ბრძანდებოდით გულშემატკივარი და იმ კომისიის თავჯდომარე, რომელიც ამტკიცებდა
მუზეუმის არსებობას (!) ,მაგრამ... „ლომს თუნდ ცალთვალას, ვინ შებედავს ელამი ხარო“.
ქალატონო ციალა,
თქვენთვისაც მტკივნეულია მუზეუმის თემა და მიკვირს რატომ მაინცდამაინც თქვენი „ვარსკვლავი“
სწორედ სიმბოლურად ვირტუალურ მუზეუმის წინ „ააკაშკაშეს“, არც თუ მომგებიანი ადგილია.
P.S.
მაგონდება კ/ფ „ქეთო და კოტე“
ერთი ეპიზოდი, როცა ვაჭართა ფენას ამპარტავნულად მოიხსენიებდნენ, რეპლიკამ:
„აქ კარგი სუფრა გველოდებაო“ ყველაფერი გადაწონა; რას იზამ ?! ქართველები ვართ.