2009 წლის შემოდგომაზე. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბის ხელმძღვანელის ნ. ფანცხავას აშშ–ში ვიზიტის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ ამ კლუბთან არსებობდეს სამოქალაქო განათლების სექცია, რომლის დამფუძნებელი სხდომა შედგა 2009 წლის 18 თებერვალს.
პედაგოგებმა ხ. აფრიდონიძემ და ნ. ფანცხავამ შეკრებილ მოსწავლეებს ესაუბრეს მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებზე თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. დაისახა სამომავლო გეგმები იმ მიზნით, რომ მოსწავლეთა ნიჰილიზმი და პასიურობა, სასკოლო ცხოვრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, როგორ უნდა შეიცვალოს ინიციატივიანი და აქტიური, ლიდერობის უნარის მქონე მიზანდასახული მოქმედების შედეგად.