ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბი


       2007 წლის 1 ივნისს ი. ოცხელის სახელბის №2 საჯარო სკოლაში ოფიციალურად დაარსდა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბი, რომელსაც აქვს საკუთარი ემბლემა, პროგრამა და მიზნები. კლუბის წევრები ის ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ენთუზიასტი მოსწავლეები არიან, რომლებსაც აინტერესებთ ინგლისური ენის, ამერიკელი და ინგლისელი ხალხების ტრადიციების შესწავლა, მთარგმნელობითი მუშაობა. კლუბთან ჩამოყალიბდა ა.შ.შ.-ში მცხოვრებ ამერიკელ თანატოლებთან ურთიერთობის და სამოქალაქო განათლების საკითხების შემსწავლელი სექცია.
      ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კლუბთან არსებობს ახალგაზრდა თეატრალთა დასი. I წარმოდგენა დაკავშირებულია ცნობილი ინგლისელი პოეტისა და მოაზროვნის უ. შექსპირის პიესების: ”რომეო და ჯულიეტა”, ”ჰამლეტი”, ”მეფე ლირი” ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდების წარმატებულ დადგმასთან.
2008-2009 სასწავლო წელს ყურადღება შევაჩერეთ მ. ტყაბლაძის პიესაზე ”წითელქუდა”, რომელიც ქართულიდან ინგლისურად თარგმნა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა ქრ. ძაგნიძემ. პიესა დადგა მოწვეულმა რეჟისორმა - დ. გაბრიჭიძემ და მუსიკალურად გააფორმა მ. ტყაბლაძემ.
      მუსიკალური სპექტაქლი ”წითელქუდა” ყველასთვის კარგად ნაცნობი ზღაპრის თანამედროვე ვერსიაა. ის ერთგვარი იგავია იმის შესახებ, თუ რა ხდება დღევანდელ, რთულ საზოგადოებაში, რა პრობლემები აწუხებს ახალგაზრდა თაობას და რისი შეცვლის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. სპექტაკლში მონაწილე 17-მა მოსწავლემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავიანთი გულისტკივილი თუ სიხარული მიეტანათ მაყურებლამდე. მუსიკალურმა სპექტაკლმა დიდი წარმატებებით ჩაიარა და დასი ელოდება ფართო მაყურებლის წინაშე წარდგომას.

ოცხელის სკოლის სამოქალაქო ხმა
ახალგაზრდა თეატრალთა დასი
აშშ–ში მცხოვრები ხალხხების ტრადიციებისა და ადათ წესების შესწავლა
სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში
2008 წელი. ახალი წლის ზეიმი
ურთიერთობა მე–19 სკოლასთან