17 ნოემბერი, 2009 წ.


”2009 წლის 17 ნოემბერს ხალისიანი განწყობით გავეშურეთ ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონის იუბილესთან დაკავშირებულ დიდ სახალხო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. იქ მთელ საქართველოს მოეყარა თავი. ჩვენ გალაკტიონის სახლ-მუზეუმიდან დავიწყეთ. ვისაუბრეთ დიდი პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
შემდეგ მისი ოდის წინ ლიტერატურული საღამო მოვაწყვეთ და წავიკითხეთ პოეტის ლექსები. ჩვენს ზეიმში გალაკტიონის ნათესავი, ბ-ნი ნოდარ ტაბიძე მონაწილეობდა, რომელმაც ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო პოეტზე.
შემდეგ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსაც ვესტუმრეთ. დავათვალიერეთ გათხრებისას ნაპოვნი უნიკალური ნივთები. სიამაყე დაგვეუფლა, როდესაც კიდევ ერთხელ შევიგრძენით,თუ რაოდენ დიდი ისტორიის მემკვიდრენი ვართ.”

V2 კლასის მოსწავლეები. კლასის ხელმძღვანელი - ლია გვილავა