
შეკრებილთ მიესალმნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნ. თევდორაძე, მ. ჭეიშვილი. მოსწავლეებმა საინტერესო მასალები წარმოადგინეს: მ. ჯინჭველაშვილმა ისაუბრა მწერლის ბიოგრაფიაზე, დამსწრეთ აჩვენა ფოტომასალა. მწერლის მხატვრული ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ს. ხახნელიძემ, ნ. კუხიანიძემ, თ. კოპალიანმა, ა. გაბრიჭიძემ, ნ. მარგველაშვილმა, ვ. ფანცხავამ. პუბლიცისტიკა მიმოიხილა თ. თევდორაძემ. მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს ბ. ჯანაძემ ა. ჯანელიძემ. ”ანტონიო და დავითის” მიხედვით შექმნილი საკუთარი ნახატი წარმოადგინა კ. ხახნელიძემ. საინტერესო პოსტერები შექმნა თ. თევდორაძემ. სწორედ ამ მოსწავლეების და მათი მასწავლებლების მონდომებით დაფუძნდა სკოლაში ”ჯ. ქარჩხაძის შემოქმედების მოყვარულთა კლუბი”, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი შექმნის იდეის ავტორი, მე-12 კლასის მოსწავლე ა. გაბრიჭიძე. მოსწავლეებს განზრახული აქვთ პერიოდულად შეიკრიბონ და ისაუბრონ ჯ. ქარჩხაძის ნაწარმოებებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მოაწყონ შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან.
დამსწრეთ მიმართეს ოცხელის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ნ. ჟორჟოლიანმა, ქ-ნმა მ. ჩოგოვაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ე. ნუცუბიძემ, მწერლის ნათესავმა ა. ქარჩხაძემ.