2010 წლის, 6 მარტი

ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის საღამო. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მათემატიკის, როგორც "საგანთა შორის მეფის" როლი სხვა მეცნიერებების განვითარებაში. გაიხსენეს ცნობილი მათემატიკოსები: არქიმედე, პითაგორა, ბლეს პასკალი. მხატვრულად აღნიშნეს გაზაფხულის შემობრძანება. საღამოზე მოწვეული გახლდათ საპატიო სტუმრები: ჩვენი სკოლის პედაგოგი დარეჯან მარგველაშვილი, 32-ე სკოლის დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი, 25-ე სკოლის დირექტორი ნანა ჩუბინიძე, 4 საშუალო სკოლის დირექტორი მარინე ყიფიანი. პედაგოგები: დალი პაპავა, ელზა სანებლიძე.
ღონისძება მეტად საინტერესოდ წარიმართა.
იგი მომზადებული გახლდათ სკოლის მათემატიკოსთა ერთობლივი ძალისხმევით.
მათემატიკის კათედრის გამგე - მზია ჩიტაიშვილი
კათედრის წევრები: ნ. ქანდარია, ნ. ჩუბინიძე, ნ. ჟორჯოლიანი, თ. სვანაძე, ნ. რუხაძე, დ. ჩიხლაძე