III2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელი ლელა ბოჭორიშვილი.
გაკვეთილის თემა: "თამარ მეფე" ი. გოგებაშვილის მიხედვით.
გაკვეთილზე განხილულ იქნა მე-12 საუკუნის საშინაო და საგარეო ურთიერთობები. მოსწავლეები გაეცნენ თამარის, როგორც ქალის, გამეფების მიზეზებს, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ეკრანზე ნაჩვენებ თვალსაჩინო მასალას და აქტიურად პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოთქვეს ქართველი პოეტების მიერ თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსები.