ფრანგული ენის გაკვეთილი ფრანგი სტუმრების თანდასწრებით

2015 წლის 15 აპრილს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის აღმასრულებელი, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი - ბატონი ტიბო მილიე და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანაშემწე ლინგვისტურ და საგანმანათლებლო საკითხებში ქალბატონი - ქეთევან ქურციკიძე. მათი სტუმრობის მიზანი იყო ფონდის ბენეფიციარ კლასებში (III-IV) გაკვეთილებზე დასწრება, სკოლი ხელმძღვანელ პირებთან და პედაგოგებთან შეხვედრა. ფრანგული ენის გაკვეთილები ჩაატარეს პედაგოგებმა: ელისო ბაღდავაძემ (III კლასი) და ეკატერინე ჯუღელმა (IV კლასი).