
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლა 2015 -2016 სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ღონისძიებით შეხვდა, რომელიც სკოლის მოსწავლთა გუნდმა სკოლის ჰიმნით გახსნა.
მოწვეულ სტუმრებს და სკოლის პედაგოგებს მოსწავლეები ნინო სახამბერიძე და დავით ჭაჭიაშვილი მიესალმენ. მათ მოკლედ მიმოიხილეს სკოლის ტრადიციები და საქართველოს ყველა მოსწავლეს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.
სტუმართა შორის საპატიო ადგილი ეჭირათ ქ. ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივრისიტეტის პრორექტორს, შალვა კირთაძეს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრს, თემურ ნადირაძეს და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ვაშაკიძეს.
სკოლის დირექტორა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.