მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა შემუშავდა

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ეგიდით, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, შემუშადა მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა და განხორციელდა მისი ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool). უფრო დეტალურად, ჩამოტვირთეთ ინსტრუქცია.