საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) უკვე ჩვენს სკოლაშია. იგი უზრუნველყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მოდელის დანერგვას, რომელიც გულისხობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას და ამ პროცესში სკოლის ადმინისტრაციის
მხარდაჭერას.
პროექტის მიზანია:
- სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
- მოსწავლეთა
საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის უნარ-ჩვევების ამაღლება;
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე
ტრენინგი ჩაუტარდა პროექტში ჩართული სკოლების დირექტორებს, ხოლო შემდეგ მათ მიერ წარდგენილ პედაგოგებს (ფასილიტატორებს).
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს დაწყებითი სწავლების კათედრის I-IV კლასების 18 და V-VI კლასების 14 პედაგოგი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიდეო სესიები და სამუშაო შეხვედრები.