სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საბაზო და საშუალო საფეხურის სულ 57 მოსწავლე გახდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი. აქედან ერთმა, მეთერთმეტე კლასელმა გეგი ბაქრაძემ მოსწავლეთა ნდობა მოიპოვა და იგი თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩიეს.

სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა, აღსაზრდელებს მიულოცა მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევა და წარმატებები უსურვა.

თვითმმართველობის წევრთა წინასწარი გეგმების მიხედვით, სკოლის ბაზაზე საინტერესო იდეების განხორციელება იგეგმება.