ჩვენი სკოლის პედაგოგები საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზოლში მდებარე ჯაყისმანის უძველეს სამონასტრო კომპლექსს ეწვივნენ.
ჯაყისმანი ისტორიული ძეგლია და იგი ქალაქ ვალედან ოციოდე კმ-ის მოშორებით სამხრეთის მიმართულებით მდებარეობს.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა და განეკუთვნება X-XI საუკუნეს. მონასტრული ცხოვრება ჯაყისმანში 1940 წელს შეწყდა და 2009 წელს მეუფე თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით განახლდა. იქაური მამები ჯარისკაცებივით იცავენ ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალს და ლოცვით გვაძლიერებენ.
პედაგოგებმა მცირედი, მაგრამ გულითადი წვლილი შეიტანეს მონასტრის საქმიანობაში. უკან დაბრუნებულებმა, სასწრაფოთ შეაგროვეს ელექტრო ხერხის შესაძენი თანხა, იყიდეს და მას მალე ჯაყისმანის მამათა მონასტერში გააგზავნიან.
ჩვენი პედაგოგები კვლავაც გეგმავენ მამათა მონასტრის მოლოცვას გაზაფხულზე...


