სასწავლო ექსკურსია თბილისში

2015 წლის 2 ოქტომბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე ჭეიშვილმა 11/I კლასის (დამრიგებელი ე. მოწონელიძე) მოსწავლეებისათვის ორგანიზება გაუწია ქ. თბილისში სასწავლო ექსკურსიის მოწყობას.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „კაცია ადამიანი?“ ( რეჟისორი რობერტ სტურუა).
სპექტაკლის ბოლოს ბავშვებმა დაათვალიერეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმი. ისინი ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსაც.