ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ


2015 წლის 21 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ პერსონალური კომპიუტერები გადასცა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 წარჩინებულ მეათეკლასელს, მათ შორის ჩვენი სკოლის 19 აღსაზრდელს.
საჩუქრების გადაცემას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ბატონი მურად ჯიშკარიანი და პედაგოგიური კოლექტივი.