მათემატიკის კათედრის წევრთა სამუშაო შეხვედრა

დღეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში დირექტორი, ბატონი მურად ჯიშკარიანი მათემატიკის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა. პედაგოგებმა იმსჯელეს ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის, საგნის სრულფასოვან სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების და სამომავლო გეგმების შესახებ.
სკოლის დირექტორის ინიციატივით, საგნის პედაგოგოები კათედრის სხდომებზე სამუშაო ანგარიშებს წარადგენენ.
მათემატიკის კათედრის წევრთა რეგულარული შეხვედრები მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე გაგრძელდება.