2015 წლის 12 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში X კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდა მსოფლიო კულტურის გაერთიანებული გაკვეთილი "საზოგადოება" (მასწავლებელი: ანა გოგავა), რომლის მიზანი იყო უკეთ გაცნობოდნენ რა ფასეულობებს და შეზღუდვებს უწესებს მათ საზოგადოება.
მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები შემდეგ თემებზე: "ცხოვრება საზოგადოებაში" და "ცხოვრება საზოგადოების გარეშე" და წარადგინეს თავიანთი მოსაზრებები. დასასრულს, უფროსკლასელებმა მოამზადეს
ესსე თემაზე: "თავისუფალი რომ იყო, კანონებს უნდა დაემორჩილო".


