დღეს, 12 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში: "რა? სად? როდის" ჩატარდა.
X/3 კლასის მოსწავლეების გუნდს (დამრიგებელი: მარინე რუსაძე) შეკითხვები XI/3 კლასის მოსწავლეებმა მოუმზადეს.
ინტელექტუალური თამაში X/3 კლასის გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე (გუნდის კაპიტანი ანანო შალამბერიძე) და საუკეთესო შეკითხვის ავტორი (გიორგი თავხელიძე).
ინტელექტუალური შეჯიბრის მონაწილეებს მუსიკალური ნომრებით მეთერთმეტეკლასელი ნანო ღვინიანიძე ამხნევებდა.
თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აკ. წერეთლის სახელობის ქ. ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის კლუბის წევრი ანა ჭეიშვილი, ასევე ჩვენი სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.