ხვალ, 17 ნოემბერს, დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა იოსებ
ოცხელის სახელობის ქუთაისის №2
საჯარო სკოლის ამაგდარ მოღვაწეს - ბატონ
ალექსანდრე სანდუხაძეს. დიდებულ, ჭეშმარიტი ადამიანური ღირსებით შემკულ პიროვნებათა შორის გამორჩეულია ალექსანდრე სანდუხაძის
სახელი. განათლებით ისტორიკოსი და მოწოდებით
პედაგოგი, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. მეორე
მსოფლიო ომის მონაწილე, 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე შინაარსიანი პედაგოგური საქმიანობით მუდამ გამოირჩეოდა ქალაქის საზოგადოების
წინაშე, როგორც მეთოდკაბინეტის გამგე, ასევე №6,
№23, №8
საჯარო სკოლების ხელმძღვანელი, და ბოლოს №2 საჯარო სკოლის თავკაცი და საპატიო მასწავლებელი.
თითქმის 25 წლის განმავლობაში, როგორც
ფესვმაგარი მუხა, მტკიცედ იდგა სკოლის ღირსების
სადარაჯოზე და ამ სასწავლებლის მრავალი წარმატების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო.
ა. სანდუხაძეს აღიარება არ დაჰკლებია -„სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნის, მრავალი მედლისა და მადლობის მფლობელს, დაბადებიდან 80 წლისთავზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდო (ღირსების ორდენი) მიენიჭა. ბუნების კანონით, დროთა განმავლობაში დიდებული ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ მათი ნათელი კვალი მუდამ გზას უნათებს შთამომავლობას. დღეს, როგორც ქალაქის პედაგოგიური საზოგადოება, ისე აღზრდილთა და თანამშრომელთა ყველა თაობა, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით იგონებს მასწავლებელთა მასწავლებელს, ღირსეულ პიროვნებას, ბატონ ალექსანდრე (ალიოშა) სანდუხაძეს.

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი.