2015 წლის 16 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთასის №2 საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით "მითები და ლეგენდები საქართველოზე".
ღონისძიებაზე მოსწავლეება წარმოადგინეს კომპოზიციები საქართველოს ისტორიიდან, შეასრულს ეროვნული სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიება მომზადდა VIII/2 კლასში (დამრიგებელი: ნ. ჟორჟოლიანი) და მასში ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე.
ლიტერატურულ კომპოზიციას დაესწრო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი.
სკოლის დირექტორმა, ბატომა მურად ჯიშკარიანმა, ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვებს მიმართა. მან შეაფასა მოსწავლეების აქტიურობა და გამოხატა მადლიერება აღსაზრდელების მიერ ეროვნულ-პატრიოტული ხასიათის საინტერესო სცენური წარმოდგენის თაობაზე.