მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილოება მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, რომელიც მიეძღვნა ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტო მასალებს საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან (1918-1921) პერიოდში.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის ამსახველ მასალებს, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლის - ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტებს პირადი საარქივო ფონდიდან, რომელიც საქართველოში ჟენევიდან 2015 წელს ჩამოიტანეს.
გამოფენა გახსნა იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა.