საგაკვეთილო პროექტი თემაზე: "მსოფლიო რელიგიები"

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, VI/2 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო-პროექტი "მსოფლიო რელიგიები" განახორციელეს.
მოსწავლეებმა მაღალი პასუხისმგელობითა და მოტივაციით საინტერესო მასალები წარმოგვიდგინეს მასალები სხვადასხვა რელიგიების წარმოშობის და განვითარების ისტორიის შესახებ. ჯგუფური პრეზენტაციებისას, სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხარტი გამოსვლებით, რომლებიც გამდიდრებული იყო ვიზუალური ვიდეო თუ ფოტო მასალებით. 
საგაკვეთილო პროექტის მიმდინარობისას მათ ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, ტოლერანტობა და მიმტევებლობა, რასაც ყველა რელიგია ერთნაირად გვასწავლის და დაგმეს საფრანგეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (სირია, ერაყი, ფილიპინები) განხორცილებული მასიური მკვლელობები, რომელსაც მუსულმანურ სარწმუნოებას ამოფარებული ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოები სირიასა და ერაყში (ISIS)" ახორციელებს. 

შეჯამების სახით, მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა სტეფანემ. აღსაზრდელებს წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და საგაკვეთილო პროექტის მონაწილე პედაგოგებმა.
საგაკვეთილო პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი, ბელა ხეცურიანი.
მოსწავლეება სტუმრებს საკუთარი ხელით შექმნილი ბროშურები გასასცეს.