ქართველები და ქართული ენა ირანში

2015 წლის 20 ნოემბერს 14:00 სთ-ზე, იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: "ქართველები და ქართული ენა ირანში". ლექციას წაიკითხავს ირანის მოქალაქე ფერეიდნელი ქართველი, ფერეიდნელი ქართველებისთვის შექმნილი დედა-ენის ავტორი, ისტორიკოსი - საიდ მულიანი.

საიდ მულიანის საჯარო ლექციას მოისმენენ უფროსკლასელები და სკოლის პედაგოგები. ლექციის დასასრულს, მოწვეული სტუმარი უპასუხებს შეკითხვებს.