21-ე საუკუნიდან დანახული აკაკის ბავშვობა

დღეს იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში აკ. წერეთლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაკვეთილო პროექტი "21-ე საუკუნიდან დანახული აკაკის ბავშვობა" ჩატარდა. 
V/3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მაია ხაჭაპურიძის ხელმძღვანელობით მშობლებს, პედაგოგებს და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს აკაკი წერეთლის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. მათ ჯგუფური პრეზენტაცია მოამზადეს აკ. წერეთლის ნაწარმოების "ჩემი თავგადასავალის" მიხედვით.

ბავშვებმა ვიზუალური მასალების (ნახატები, ფოტოსურათები) ფონზე საინტერესოდ გააცოცხლეს აკაკის ბავშვობის, გიმნაზიაში სწავლების, სასახლეში აღზრდის, გლეხის ბავშვებთან გატარებული დღეებისა და საყვარელი ქართული თამაშების ისტორია.
ჯგუფური წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია.