იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში, VI/2 კლასში ტარდება საგაკვეთილო პროექტი თემაზე: "რელიგიები საქართველოში". გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ობიექტური და ჯანსაღი დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიებთან დაკავშირებით.
რელიგიურ თემებზე მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ სამუშაოებს პოსტერების და ვიდეო პრეზენტაციების სახით (მესამე გაკვეთილი). მეოთხე გაკვეთილი დაეთმობა შეჯამებას. გაიმართება დისკუსია ბავშვებისათვის საინტერესო საკითხების ირგვლივ. მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხებს მოძღვარი.
პროექტს ხელმძღვანელობს ისტორიის პედაგოგი ბელა ხეცურიანი. თემის წარდგენას დაესწრებიან სკოლის დირექტორი და პედაგოგები.
წარმატებებს ვუსურვებთ VI/2 კლასის მოსწავლეებს!