საიდ მულიანის შეხვედრა მოსწავლეებთან

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლაში ფერეიდნელი ქართველის, ისტორიკოსის საიდ მულიანის საჯარო ლექცია ჩატარდა.
სტუმარს მიესალმა სკოლის დირექტორი, ბატონო მურად ჯიშკარიანი. მან აღნიშნა, რომ ბატონი საიდს ფერეიდნელ ილია ჭავჭავაძეს უწოდებენ და დასძინა, რომ მისი სტუმრობა განსაკუთრებულია, რადგან ბატონი საიდის შრომა და სიყვარული მშობლიური ქართული ენის მიმართ განუზომელია. 
საჯარო ლექცია თემაზე: "ქართველები და ქართული ენა ირანში" საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა საიდმა მიმოიხილა ფერეიდნელი ქართველების ისტორიული გზა, ისაუბრა ფერეიდანში ქართული ენის მნიშვნელობასა და სიყვარულზე, ადგილობრივ ტრადიციებზე, მათ შორის დღემდე შემონახულ ქართულ წეს-ჩვეულებებზე. მან გაგვაცნო სასკოლო სახელძღვანელო "დედა-ენა", რომლის ავტორიც თავად არის. აღსანიშნავია, რომ ბატონი საიდის დაწერილი წიგნით სწავლობენ ქართულ ენას ირანში მხცოვრები ფერეიდნელი ქართველები.

ბატონმა საიდი  ირანში გადასახლებული ქართველების XIV თაობის წარმომადგენელია. მისი გადმოცემით, ქართული ენისადმი სიყვარული ფერეიდნელ ქართველებში ძლიერია და მათ აქვთ სამშობლოში დაბრუნების სირვილი. 
საიდ მულიანმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ, ასევე, გააცნო ქართული წარწერები, რომლებიც ასახავენ ფერეიდნელი ქართველების ყოფაცხოვრებას ირანში.

შეხვედრას დიდი ინტერესით და ბავშვური ცნობისმოყვარეობით უსმენდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც. მათ ბატონ საიდს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნები გადასცეს. ბავშვებმა ქართული ხალხური ზღაპრები, ლექსები და მოთხრობები სახელდახელოდ გადაწერეს და გააფორმეს ფერადი აპლიკაციებით.
დასასრულს, ბატონმა საიდმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნოა სკოლის მოსწავლეების და პედაგოგიური კოლექტივის თბილი დახვედრა და გამოთქვა მზადყოფნა სკოლის აღსაზრდელებს შეხვდეს მომავალშიც.