მიმდინარე წლის 2 დეკემებერს, იოსებ ცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის IX/3 კლასში ჩატარდა მოსწავლეების პრეზენტაცია თემაზე: "მასპინძელი ვარ ჩემი ქალაქის".
აღსაზრდელებმა ვიზუალური მასალებით და საინტერესოდ შესრულებული ნახატი ფორმატების საშუალებით წარმოადგინეს ცნობები ქუთაისის წარსულისა და აწყოს შესახებ. მათ გაგვაცნეს ქალაქის ისტორია, ღირშესანიშნაობები, ძველი და ახალი უბნები, კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრება, სასწავლო კერები.
აღსანიშნავია, მოზარდებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობისგან გაერკვიათ, იცოდნენ თუ არა იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ძეგლი "სამი ოთარი" დაუდგეს ქალაქ ქუთაისში.
კლასის დამრიგებელმა - ხათუნა აფრიდონიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო, რომ სხვადასხვა თემების პრეზენტაციის მოსამზადებლად მოსწავლეება დამოუკიდებლად იმუშავეს და მოკლე დროში თითოეულ საკითხზე სრულფასოვანი ინფორმაციის შეგროვება შეძლეს.
პრეზენტაციის დასასრულს, მეცხრეკლასელებმა წაიკითხეს ლექსები მშობლიურ ქალაქზე.
სკოლის დირექტორმა, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა მოიწონა ბავშვების მიერ გაწეული სამუშაო და პირობა მისცა მათ, რომ მალე სკოლაში ჩატარდება საჯარო ლექცია ქუთაისის ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების შესახებ.