საგაკვეთილო პროექტი "ძველი ყორღანები"

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის VII/1 კლასში ჩატარდა საგაკვეთილო პროექტი თემაზე: "ძველი ყორღანები".
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები ძველი ყორღანების და ვეზუმის ამოფრქვევის, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთების და ძველი ცივილიზაციების შესახებ. 

თითოეული გუნდი წარადგინა გუნდის კაპიტანმა. დასასრულს კაპიტნებმა უპასუხეს ჟიურის წევრების (მოსწავლეები) მიერ დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
გიორგი ქომეთიანმა დამოუკიდებელი ნაშრომი ძველი ცივილიზაციის შესახებ საინტერესოდ წარმოადგინა. მას ისაუბრა არქეოლოგიური ექსპედიციების მნიშველობის და გათხრების წარმოების შესახებ.
საგაკვეთილო პროექტის ხელმძღვანელმა და პედაგოგმა, ქალბატონმა ნათელა ხარაბაძემ ბავშვებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და რჩევები მისცა