მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლის X-3 კლასში, მსოფლიო ისტორიის საგანში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: "სიმბოლო" (პედაგოგი ანა გოგავა).
მოსწავლეებმა ჯგუფებში წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიო რელიგიების, წამყვანი უნივერსიტეტების ლოგოების, მსოფლიო ბრენდების, ლოგოებისა და დროშების შესახებ.
ღია გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლოები. გიორგი ფხაკაძის (მოსწავლე) მიერ შესრულებულმა კლასის ლოგომ კი მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ღია გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი და პედაგოგები.