საჯარო ლექცია ტრადიციულად გრძელდება


ხუთშაბათს, 17 დეკემბერს, წმ. დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "ცხინვალი - წარსული და დღევანდელობა". ლექცია წაიკითხა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.

ჩვენს სკოლაში საჯარო ლექციების ორგანიზება უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია მოსწავლეების განათლების ხელშეწყობა.